ბათუმი გლობუსი

საოჯახო სახლი და ჰოსტელი

დაისვენეთ Batumi Globus Hostel and Guesthouse - ში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Batumi Globus Hostel and Guesthouse - ში

მოგესალმებით! გმადლობთ რომ გვეწვიეთ ბათუმი გლობუსის საიტზე! რატომ ბათუმი გლობუსი?
თუ თქვენ ეძებთ განსაკუთრებულ, საინტერესო და მყუდრო გარემოს, მაშინ თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ! ეს სწორედ ის ადგილია, თბილად და სასიამოვნოდ რომ მოიგონებთ დიდხანს.

რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი ახლად გარემონტებული ლამაზი დიზაინერული ნომრები ძალიან კომფორტულია. ასევე ისიც, რომ ყველა მოთხოვნას პასუხობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო . მაგრამ, ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენი სასტუმროს მთავარი ხიბლი გახლავთ საცეკვაო – სპორტული მიმართულება. დიახ, ჩვენ გაგვაჩნია შესანიშნავი, სარკეებიანი საცეკვაო დარბაზი, სადაც გამოცდილი ინსტრუქტორები შეგასწავლიან არა მარტო ლათინო–ამერიკულ და სამეჯლისო ცეკვებს, არამედ თქვენ მიიღებთ იოგის გაკვეთილებსაც.

მეცადინეობა ტარდება ინდივიდუალურად და ჯგუფებშიც. დეტალები შეგიძლიათ შეათანხმოდ წინასწარ. ჩვენი სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ისტორიულ, ძველ უბანში, პიაცას მოედანთან. ირგვლივ ყველაფერი ორ ნაბიჯზეა. თუ უბრალოდ გინდათ განიტვირთოდ და გაეცნოთ ახალ მეგობრებს ან გაერთოთ და შეწვათ მწვადები, ჩვენი შიდა ეზო (პატიო) ულამაზესი ბუხრით და კომფორტული ავეჯით, გამწვანებული და ლამაზი გარემოთი, იდეალური ადგილია თქვენი კარგი განწყობისათვის.

შეგვიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ჩვენ ვართ პირველი სასტუმრო, რომელმაც ავირჩიეთ სპორტული ცეკვებისა და იოგის მიმართულება. თუ თქვენ უკვე ცეკვავთ ან მოგწონთ კარგ გარემოში მეგობრებთან ერთად ზღვაზე დასვენება, ჩვენი სასტუმრო თქვენი სწორი არჩევანია.

Subscribe & Save

Get the best accommodation deals

The popup can be activated to display on a user's first visit to the website. Once closed, it won't appear again for 30 days.